სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.539
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №364
2006 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №61 ბრძანებაში ,,სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №61 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ.148) დამტკიცებული ,,სენაკის აგრარულ-ეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, რომელიც განაგებს კლასგარეშე მუშაობას;“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია