საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
357
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-04-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-08-29
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.535
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.535

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №357

2006 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის” თანდართული დებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №566-სსმ III, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1230

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №1108-სსმ III, №167, 27.11.2007წ.; მუხ.1835

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 24 ივნისის ბრძანება №571-სსმ III, №93, 01.07.2008წ.; მუხ.1032

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №48-სსმ III, №15, 10.02.2009წ.; მუხ.179

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება №61-ნ-სსმ III, №90, 26.07.2010წ.; მუხ.1332

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დებულება”

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი“ (შემდგომში – ცენტრი) არის „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომშ ი – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო (მათ შორის, სავალუტო) ანგარიში, ემბლემა და ბეჭედი – საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. №68.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №566-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1230

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

    მუხლი 2. ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზანია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის პილოტირება;

ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კვლევა და რეკომენდაციების მომზადება ;

დ ) საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ეროვნული და საერთაშორისო კვლევების განხორციელება;

ე ) სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

    მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები

ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად ცენტრი:

ა) ხელს უწყობს ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას ;

ბ) ნერგავს ეროვნულ სასწავლო გეგმა ს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

გ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის რეგულარულად ატარებს სხვადასხვა კვლევას, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამების, მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესის, სახელმძღვანელოების ეფექტიანად გამოყენების და სასწავლო მეთოდიკის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით ;

დ) სრულ ადმინისტრირებას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს ( სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენა, შეფასება და სახელმძღვანელოებისათვის გრიფების მინიჭება);

ე) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს დასამტკიცებლად რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში ატარებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამების პილოტირებას;

ზ ) საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, რომელიმე კონკრეტული საგნის სასკოლო სახელმძღვანელოს არარსებობის ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში), სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით უფლებამოსილია შექმნას, მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით, სასკოლო სახელმძღვანელო, რომელიც წარედგინება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 აპრილის №222 ბრძანებით შექმნილ სახელმძღვანელოს/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ შემთანხმებელ კომისიას გრიფის მისანიჭებლად. ასეთ სახელმძღვანელოებზე საავტორო – პირადი არაქონებრივი და ქონებრივი – უფლებები ეკუთვნის ცენტრს;

თ ) ქმნის და ავრცელებს, მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ზოგად პედაგოგიკაში, კონკრეტული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის სწავლების მეთოდიკაში, შეფასებაში, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ გზამკვლევებს, აგრეთვე სასწავლო მასალასა და ცენტრის მიზნების მისაღწევად საჭირო მასალას;

ი) კონსულტაციას უწევს სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშ ი ინოვაციური, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი განათლების ფორმების დანერგვაში;

კ) უზრუნველყოფს მულტილინგვური განათლების განვითარებას და ხელს უწყობს მის დანერგვას;

 ლ) უზრუნველყოფს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამების შემუშავებას;

მ) შეიმუშავებს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამების გეგმებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის და ხელს უწყობს მათ დანერგვას;

ნ) შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაფუძნებულ დამხმარე სასწავლო მასალების კლასიფიკატორს ყველა საგნისა და საფეხურისთვის;

ო) შეიმუშავებს საგნობრივ-ტერმინოლოგიურ საძიებელს;

პ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა სახის კვლევებს;

ჟ) ხელს უწყობს სასწავლო პროცესში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას სხვადასხვა პროგრამისა თუ პროექტის განხორციელებით;

რ ) ამყარებს კავშირებს სასწავლო გეგმების საზღვარგარეთულ ცენტრებთან;

ს) იკვლევს სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორში წარმატებული ქვეყნების ეროვნული სასწავლო გეგმის პროგრამების საკითხებს, ამზადებს შედარებით ანალიზს და ამის საფუძველზე შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმისთვის რეკომენდაციებს;

ტ ) ფინანსურად უზრუნველყოფს და ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;

უ ) დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად შეიმუშავებს და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ფ ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, ფლობს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციით შემოსავლების მიღებისა და თავისი მიზნების მისაღწევად ამ შემოსავლების გამოყენების უფლებას;

ქ ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავებას;

ღ ) კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფლებამოსილია გახდეს ინვენტარის, ავეჯის, სატრანსპორტო საშუალებების, კომპიუტერების, ოფისის, საკომუნიკაციო საშუალებების და პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე სხვა ობიექტების მესაკუთრე;

ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №566-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1230

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 24 ივნისის ბრძანება №571-სსმIII, №93, 01.07.2008წ.; მუხ.1032

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანება №48-სსმIII, №15, 10.02.2009წ.; მუხ.179

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

    მუხლი 4. ცენტრის ხელმძღვანელობა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი . დირექტორს საქართველოს პრემიერ - მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი .

2. დირექტორის შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №1108-სსმIII, №167, 27.11.2007წ.; მუხ.1835

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება №61 -ნ -სსმIII, №90, 26.07.2010წ.; მუხ.1332

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

    მუხლი 5. ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორი:

ა) წარმოადგენს ცენტრს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების, შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც ცენტრის საქმიანობას ეხება;

გ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს;

დ) ამოღებულია ;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ზ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები, ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;

თ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს;

ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;

კ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ლ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ცენტრის საქმიანობის სრულყოფის შესახებ;

მ) სამინისტროს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;

მ1 ) (ამოღებულია - 29.08.11 №142/ნ);

მ2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს.

ნ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (საბჭოები) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების განსახილველად. საბჭოს შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს დირექტორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №1108-სსმIII, №167, 27.11.2007წ.; მუხ.1835

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 24 ივნისის ბრძანება №571-სსმIII, №93, 01.07.2008წ.; მუხ.1032

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

    მუხლი 6. ცენტრის სტუქტურა

1. ცენტრი თავის უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

 2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.

    მუხლი 9. ცენტრის ფინანსები და ანგარიშგება

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით, აგრეთვე მის მიერ შექმნილი პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

გ) მიზნობრივი გრანტები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნული სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3.  ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

4. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

    მუხლი 11. ცენტრის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულებები

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

კრებსითი — სრული ვერსია