“სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2006-04-19
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-27
სარეგისტრაციო კოდი
240.090.000.18.011.008.538
“სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.18.011.008.538

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №112

2006 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი

სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების

შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, ასევე ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება ,,საბანკო და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ლიცენზიების ფორმების დამტკიცების შესახებ“ და 2002 წლის 12 სექტემბრის №230 ბრძანება ,,სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გოცირიძე

კრებსითი — სრული ვერსია