საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №36
1999 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის № 42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის № 42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლს
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ავტოსალაროს დანიშნულებაა დამტკიცებულ მარშრუტებზე ბილეთების რეალიზაცია, დაჯავშნა, მათი ადგილზე მიტანა, მგზავრებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება და სხვა.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მ. ადეიშვილი