საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
92
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
1999-11-17
გამოქვეყნების თარიღი
1999-11-25
სარეგისტრაციო კოდი
000000180.01(2).003.000943
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება № 92

1999 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ შესაბამისად, საქართველოს ტრასპორტის მინისტრის 1998 წლის 10 ივლისის №42 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესის ტექსტში სიტყვები „მგზავრთა გადამყვანი“ და „გადამყვანი“ შეიცვალოს სიტყვით „გადამზიდავი“.

2. პირველ მუხლში:

ა) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზირებას“;

ბ) მე-5 პუნქტში ტერმინები დაინომროს ანბანის რიგის მიხედვით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა). გადამზიდავი - ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს სამგზავრო გადაზიდვები ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

„კ). მარშრუტი - პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი“.

„ნ). მოძრაობის განრიგი - მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლის დროისა და პერიოდულობის განმსაზღვრელი ცხრილი“.

„ჟ).რეგულარული მარშრუტი - მარშრუტი, რომელზეც სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლა წარმოებს მოძრაობის განრიგის შესაბამისად“.

3. მე-2 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტები დაინომროს ანბანის რიგის მიხედვით;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 და მე-4 პუნქტები.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარაიონო, სარაიონთაშორისო“.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურში გამარჯვებულ გადამზიდავთან ფორმდება ხელშეკრულება მარშრუტის მომსახურებაზე აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით“.

6. მე-5 მუხლში:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.გადამზიდავი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებისა და მარშრუტის მომსახურებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ“;

ბ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სარაიონთაშორისო“, ასევე „ს“ ქვეპუნქტიდან სიტყვა „ლიცენზიის“ შეიცვალოს სიტყვით „ხელშეკრულების“.

7. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზია“.

8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „მომუშავე ავტობუსის“ შეიცვალოს სიტყვებით „ავტობუსით მგზავრობის დროს“.

9. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სალიცენზიო ბარათი“.

10. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით“.

11. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სარაიონო, სარაიონთაშორისო“.

12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ხორციელდება „საქართველოში საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისა და ბარგის გადატანის წესის“ შესაბამისად“

 

მინისტრი                                                                                                   მ.ადეიშვილი


კრებსითი — სრული ვერსია