საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №104/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
207/222
მიმღები ორგანო
ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი
2001-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2001-09-24
სარეგისტრაციო კოდი
190040000.11.117.004980
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №104/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და  საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარის

2001 წლის 14 სექტემბერი

ერთობლივი ბრძანება №207/222

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.სახაზინო ვალდებულებების ეფექტურად მიმოქცევის, სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილე ინვესტორთა რაოდენობის გაზრდისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სახაზინო ვალდებულებების მიმოქცევის ვადის აღმნიშვნელი ციფრები გაიზარდოს ორით და დებულების 4.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რეესტრს ენიჭება 11 ციფრისგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ნომერს, მისი მომდევნო ციფრი აღნიშნავს მიმოქცევის ვადას, შემდეგი აღნიშვნის გათვალისწინებით:

„1“ ასახავს 28 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„2“ - 56 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„3“ - 91 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„4“ - 140 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„5“ - 182 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„6“ - 273 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„7“ - 364 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს გამოშვების რიცხვს, თვეს და წელს.

2.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                                                                                           ზ. ნოღაიდელი       

                                                                                                           ი. მანაგაძე


კრებსითი — სრული ვერსია