საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება |
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 47-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს სსრ საპატიო წოდება „ქართვლის დედის“ დაწესების შესახებ“ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 25 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., № 6, მუხ. 199; 1989 წ., №7, მუხ. 127) 47-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5) დედებს, რომელთაც მიენიჭათ „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება“. ამასთან დაკავშირებით მე-5 პუნქტში ჩაითვალოს მე-6 პუნქტად.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.
თბილისი, 1990 წლის 14 ივნისი № 2677-XI |