“ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
108/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-14
სარეგისტრაციო კოდი
470.170.000.22.035.008.449
“ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.170.000.22.035.008.449

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  

ბრძანება №108/ნ

2006 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანების (სსმ III, №29, 2002 წ., მუხ. 249) პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №8-ში (პროფილაქტიკურ სადეზინფექციო სამუშაოების ნომენკლატურა და ზომის ერთეულები, სადეზინფექციო და სადერატიზაციო საშუალებების ნუსხა) შეტანილ იქნეს დამატება:

ა) სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინფექციო საშუალებების ნუსხაში სადეზინფექციო საშუალებებს დაემატოს 39-ე პუნქტი:

  „

39   

ჯაფა  

საქართველო 

შპს „ცენტრი”

“. 

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია