“სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" სემეკის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2006-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-10
სარეგისტრაციო კოდი
300.280.010.16.009.008.424
“სს “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" სემეკის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.008.424

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №13

2006 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-მუხლის, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისია ადგენს:

    მუხლი 1

,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ” 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ III, 26.01.2006 წ., №10) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დადგენილების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 1 ოქტომბრამდე.“.

2. დადგენილებას დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. დადგენილება არ ვრცელდება შემდეგ ქალაქებზე, ქალაქის ტიპის დასახლებებზე (დაბები) და სოფელზე, წარმოდგენილი რიგითობით და ვადების გათვალისწინებით:

ა) დაბა ზაჰესი, დაბა ჟინვალი 2006 წლის 1 მაისიდან;

ბ) ქ. ოზურგეთი, ქ. სამტრედია 2006 წლის 1 ივნისიდან;

გ) ქ. წალენჯიხა, სოფ. დიღომი, ქ. მცხეთა 2006 წლის 1 ივლისიდან;

დ) ქ. ფოთი, ქ. დუშეთი,

 ქ. ბოლნისი, ქ. ბორჯომი 2006 წლის 1 აგვისტოდან;

ე) ქ. ქუთაისი, ქ. ზესტაფონი 2006 წლის 1 სექტემბრიდან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ 2006 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს, საერთო მოხმარების მრიცხველების დაყენება და მათზე მომხმარებელთა მიერთება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პრინციპის შესაბამისად.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია 2006 წლის 1 აპრილიდან.

თავმჯდომარე  გ. თავაძე

კრებსითი — სრული ვერსია