სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.423
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №307
2006 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №147 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №147 ბრძანება „საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ამსახველი ყოველთვიური ანგარიშის საგადასახადო ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 2005 წ., №32. მუხ. 308).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი