“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონსკურსისა და ატესატციის ჩატარების საკონკურსო-საატესატციო კომისიის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
304
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-04-04
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.033.008.407
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონსკურსისა და ატესატციის ჩატარების საკონკურსო-საატესატციო კომისიის" დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.003.008.407

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №304

2006 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის       2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებით (სსმ III, 2000 წ., №92, მუხ. 797) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ატესტაცია ტარდება წერილობითი ტესტირებით და/ან გასაუბრებით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.”.

ბ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) ექვემდებარება დაწინაურებას.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია