“ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №981 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
273
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-30
სარეგისტრაციო კოდი
190.020.020.22.033.008.318
“ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №981 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.020.22.033.008.318

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №273

2006 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

,,ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №981 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე და 38-ე მუხლების პირველი პუნქტების, 51-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებე-ბის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №981 ბრძანების (სსმ III, 2005 წ. №117, მუხ. 1293) მე-2 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის (დაწესებულებებისათვის) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს:

 ა) ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ქ. თბილისის ბიუჯეტებიდან მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხები ერთი ან მეტი ასიგნებიდან ერთ ან მეტ ასიგნებაზე შეიძლება განაწილდეს ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობითა და ქ. თბილისის მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, ერთი და იმავე მხარჯავი დაწესებულების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით ამგვარი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნების 10 პროცენტის ფარგლებში;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი რომელიმე საბიუჯეტო ორგანიზაციიდან (ღონისძიებიდან) ერთ ან რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაციაზე (ღონისძიებაზე) დამტკიცებულ ბიუჯეტში დადგენილი წესით ცვლილებების შეტანით;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი იმავე საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 10 პროცენტის ფარგლებში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია