“№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
367
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-09
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.008.307
“№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.307

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №367

2006 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია) წარმოადგინოს წინადადებები №6 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე.

3. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია), საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორცილების გზით.

4. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

5. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 20 მარტიდან.

გ. ქავთარაძე

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №682-სსმIII,№106, 09.08.2006წ.,მუხ.1460

 

 

კრებსითი — სრული ვერსია