“სახელმწიფო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/60
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-30
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.028.008.298
“სახელმწიფო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.028.008.298

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/60

2006 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

� სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

� ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. � სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2001 წ., №18, მუხლი 156) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� 3. სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეესრტში გატარებულ ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს.�;

ბ) დებულების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� 7. პროგრამების პროექტების წარდგენის ვადებს აწესებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, დეპარტამენტის სათათბიროსთან ერთად.�;

გ) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� 9. ზემოჩამოთვლილი პირობებისა და გამოყოფილი სახსრების გათვალისწინებით პროგრამების პროექტებს კონკურსის წესით განიხილავს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბირო.�;

დ) დებულების მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

� 10. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროგრამების პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის საფუძველზე, წყვეტს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბირო.�.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია