“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა –მთიანეთისა და კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების" დებულების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-03-20
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.029.008.286
“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა –მთიანეთისა და კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების" დებულების დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.008.286

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №24

2006 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე , ვბრძანებ:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის ბრძანება №02-სსმIII, №11, 30.01.2009წ.; მუხ.115

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) თანდართული დებულება.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ზუგდიდის სამართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების მინის­ტრის 2005 წლის 14 იანვრის №40, „საქარ­თველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინის­ტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინის­ტრის 2005 წლის 14 იანვრის №38, „საქართვე­ლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულების დამტკი­ცების შე­სა­ხებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 25 თებერვლის №162 ბრძა­ნებები.

3. ბრძანება ძალში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის ბრძანება №02-სსმ III, №11, 30.01.2009წ.; მუხ.115

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმ III, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 02.04.2012წ.

4. ძალადაკარგულია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 57 - ვებგვერდი, 25.03.2013წ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის  34 დადგენილების საფუძველზე.

2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგი-ლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამის რეგიონში.

3. სამმართველოს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარ­ჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.

4. სამმართველო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრე­ბის მიზნობრივ გამოყენებაზე.

5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონებით. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენი-ლებებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის ბრძანება №02-სსმIII, №11, 30.01.2009წ.; მუხ.115

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები

სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბე­ბის ხელშეწყობა;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) , რეპატრიანტთა და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

გ) სამოქმედო ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა;

დ) სამოქმედო ტერიტორიაზე მიგრაციული ნაკა­დების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;

ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით ტერიტორიულ ორგანოზე განსაზღვრული ფუნქციების რეალიზება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 02.04.2012წ.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილება

1. სამმართველო თავისი ამოცანების და ფუნქციე­ბის შესრულებისას უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სხვა ტერი­ტო­რიული ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

გ) განიხილოს განცხადებები, საჩივრები, წინადა­დებები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დასმულ საკითხებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშა­ვებაში.

2. სამმართველო პასუხისმგებელია მასზე დაკის­რებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 27 მარტის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 02.04.2012წ.

    მუხლი 4. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება

1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;

ბ) სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამმართველოს;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსა­ხურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრუ­ლებას;

დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს.

3. სამმართველოს ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.

4. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინის­ტრი.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.

კრებსითი — სრული ვერსია