“ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/213
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-22
სარეგისტრაციო კოდი
330.010.040.22.024.008.274
“ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.22.024.008.274

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/213

2006 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ

ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების შემადგენლობისა და აღნიშვნის (შიფრი) უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონის ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკატორი დანართის სახით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

 

დანართი

კლასიფიკატორით სამშენებლო ნორმები და წესები დაყოფილია 3 ნაწილად, რომელთაგან ყოველი იყოფა ჯგუფებად. კლასიფიკატორის დანიშნულებაა დაადგინოს სამშენებლო ნორმებისა და წესების შემადგენლობა და აღნიშვნა (შიფრი). შიფრი უნდა შედგებოდეს ასოებისგან ,,სნ და წ“, ნაწილის ნომრისაგან (ორი ასოსაგან), ჯგუფის ნომრისაგან (ორი ციფრი) და დოკუმენტის ნომრისაგან (ორი ციფრი), რომლებიც გამოყოფილია ერთმანეთისგან წერტილებით. ბოლო ორი ციფრი, მიერთებული ტირეს მეშვეობით, ასახავს დოკუმენტის დამტკიცების წლის ბოლო ორ ციფრს (მაგალითად ,,სნ და წ ემ 01.01 – 05“). დოკუმენტებს ნომრები მიენიჭებათ მათი რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით ჯგუფების შემადგენლობაში.

1. ემ – ეკონომიკა, მართვის ჯგუფები:

ა) 01 – ნორმატიული დოკუმენტების სისტემა;

ბ) 02 – პროექტირებისა და საინჟინრო ძიების მეთოდოლოგია;

გ) 03 – მშენებლობის მართვა;

დ) 04 – პროექტირებისა და მშენებლობის ხანგრძლივობის ნორმები;

ე) 05 – მშენებლობის ეკონომიკა;

ვ) 06 – დებულებები ორგანიზაციების შესახებ;

ზ) 07 – მიწის ნაკვეთების გამოყოფის ნორმები.

2. პნ – პროექტირების ნორმების ჯგუფები:

ა) 01 – პროექტირების საერთო ნორმები;

ბ) 02 – ფუძეები და საძირკვლები;

გ) 03 – სამშენებლო კონსტრუქციები;

დ) 04 – შენობებისა და ნაგებობების საინჟინრო მოწყობილობები;

ე) 05 – საინჟინრო მოწყობილობების გარე ქსელები;

ვ) 06 – სატრანსპორტო ნაგებობები;

ზ) 07 – ჰიდროტექნიკური და ენერგეტიკული ნაგებობები;

თ) 08 – სამელიორაციო სისტემები და ნაგებობები;

ი) 09 – დასახლებული პუნქტების გეგმარება და განაშენიანება;

კ) 10 – საცხოვრებელი შენობები;

ლ) 11 – საზოგადოებრივი შენობები;

მ) 12 – სამრეწველო საწარმოები;

ნ) 13 – სამრეწველო შენობები და ნაგებობები;

ო) 14 – საწყობები. დამხმარე შენობები.

3. მწ – მშენებლობის წარმოების ჯგუფები:

ა) 01 – სამშენებლო წარმოების საერთო წესები;

ბ) 02 – ფუძეები და საძირკვლები;

გ) 03 – სამშენებლო კონსტრუქციები;

დ) 04 – დამცავი და საიზოლაციო საფარები;

ე) 05 – მოპირკეთების და მოსახვის სამუშაოები;

ვ) 06 – შენობებისა და ნაგებობების საინჟინრო მოწყობილობები;

ზ) 07 – საინჟინრო მოწყობილობების გარე ქსელები;

თ) 08 – სატრანსპორტო ნაგებობები;

ი) 09 – ჰიდროტექნიკური და ენერგეტიკული ნაგებობები;

კ) 10 – სამელიორაციო სისტემები და ნაგებობები;

ლ) 11 – სამშენებლო წარმოების მექანიზაცია;

მ) 12 – სამშენებლო კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების წარმოება.

კრებსითი — სრული ვერსია