საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №15
1999 წელი 19 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთის მოზიდვის მიზნით, აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მომართვის გათვალისწინებით, „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება. კერძოდ:
1. კარი II – „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების სატარიფო განაკვეთების“ პუნქტი 1-ს „ნაყარი ტვირთი“ დაემატოს ე) ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) პერლიტი
– გრეიფერით ნავმისადგომთან. განზომილების ერთეული – მეტრ. ტონა ტვირთის კოდი – HTCT-3802,2530,6809. განაკვეთი – 2,5 აშშ დოლარი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ლომაძე