საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-01-22
გამოქვეყნების თარიღი
2001-01-22
სარეგისტრაციო კოდი
310140000.11(1).500.004611
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №6

2001 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფებში“ დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №344 „სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების“ პირველი კარის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ცხრილის პირველ გრაფაში („ნავსადგურები“), სიტყვა „ფოთი“-ს შემდეგ დაემატოს სიტყვა „სუფსა“.

ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                                                   მ. ადეიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია