„საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
1998-07-16
გამოქვეყნების თარიღი
1998-07-16
სარეგისტრაციო კოდი
000000090.01(2).003.000325
„საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №48

1998 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“

საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის, საზღვაო ტრანსპორტის განვითარების, ნავსადგურების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფები“.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის 1995 წლის 10 ოქტომბრის №246/ა ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვისა და მომსახურების ტარიფები“.

3. „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფები“  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მინისტრი   მ. ადეიშვილი

 საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფები

შემუშავებულია:

საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი დ. ცინცაძე

 საქართველოს ნავსადგურებში მცურავი საშუალებების

მომსახურების ტარიფები

კარი I

თავი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება  გემის პირობითი მოცულობის შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება განზომილებათა მოწმობით ან მისი შემცვლელი სხვა დოკუმენტით გათვალისწინებული სამი სიდიდით: გემის უდიდესი სიგრძით, გემის უდიდესი სიგანით და გემის ბორტის უდიდესი სიმაღლით გემებისათვის, რომელთაც ტვირთი გადააქვთ ზედა გემბანით ან გააჩნიათ ორი ან მეტი გემბანი, გემის ბორტის საანგარიშო სიმაღლე შეადგენს გემის სიგანის ნახევარს.

2. კარჭაპი (ბარჟა) – ბუქსირის შემადგენლობის ქარავნებისა თუ სხვა მცურავი ობიექტების შემადგენლობათა მოცულობა განისაზღვრება, როგორც ცალკეული ელემენტების ჯამი.

მუხლი 2

1. გემისათვის გაწეული ყოველგვარი მომსახურების ტარიფები გადამზიდავმა (გემთმფლობელმა, დამფრახტავმა) უნდა გადაიხადოს გემის ნავსადგურიდან გასვლამდე. ნავსადგურის კაპიტანი უფლებამოსილია არ გასცეს გემის ნავსადგურიდან გასვლის ნებართვა მომსახურების ტარიფის ან ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში.

მუხლი 3

ნავსადგურის მცურავი საშუალებებით გაწეული მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ქვემოაღნიშნულ ტარიფებში, ანაზღაურდება ნავსადგურის მიერ დადგენილი განაკვეთებით.

მუხლი 4

ლიხტერმზიდები, რომლებიც აწარმოებენ სატარიფო ოპერაციებს შიგა ან გარე რეიდზე, ტარიფებს იხდიან ლიხტერის მოცულობის შესაბამისად, რომელსაც ჩააბარებს ნავსადგურში შესვლისას და მიიღებს ნავსადგურიდან გასვლის დროს.

მუხლი 5

1. სალოცმანო და გემის მიბმისათვის, გემის მიბმის ოპერაციებში ბუქსირების მონაწილეობის, ბუქსირებით სარგებლობისა და სხვა თვითმავალი და არათვითმავალი მცურავი საშუალებებით მომსახურებისათვის, რომლებიც ხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილ სადღესასწაულო დღეებში, ასევე დამატებით მომსახურებისთვის (გარდა სუპერვიაზერული მომსახურებისა) განაკვეთები იზრდება 25 %-ით ყველა გემისათვის რომელიც ახორციელებს შორეულ ნაოსნობას.

2. აღნიშნული დანამატი ვრცელდება მომსახურების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ზეგანაკვეთური დროის განმავლობაში.

3. სადღესასწაულო დღეებად ითვლება: 1 იანვარი – ახალი წელი, 7 იანვარი ქრისტეშობის დღე, 19 იანვარი – ნათლისღება, 3 მარტი – დედის დღე, აღდგომა, აღდგომის მომდევნო დღეს გარდაცვლილთა ხსოვნის დღე, 9 აპრილი – საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე, 9 მაისი – გამარჯვების დღე, 26 მაისი – საქართველო დამოუკიდებლობის დღე, 28 აგვისტო – მარიამობა, 14 ოქტომბერი – მცხეთობა, 23 ნოემბერი – გიორგობა.

მუხლი 6

1. გემთმფლობელისათვის წარდგენილ ანგარიშში დაწვრილებით უნდა იქნეს გაშიფრული მომსახურება ყველა სახეობის მიხედვით, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გაწეული მომსახურება.

2. იმ შემთხვევაში, თუ გემზე ვრცელდება რამდენიმე სახის ფასდაკლება, უპირატესობა ენიჭება მათგან უმეტესს.

მუხლი 7

მომსახურების საფასურის გაანგარიშებისას დროის დამრგვალება ხდება 0,5 საათამდე, ამასთან, 30 წუთზე ნაკლები დრო ჩაითვლება 0,5 საათად, ხოლო 30 წუთზე მეტი – ერთ საათად.

მუხლი 8

სატონაჟო, შუქურას და არხის ტარიფების გადახდა ხორციელდება ერთჯერადად, გემის ნავსადგურში შესვლისას.

მუხლი 9

ტარიფების მიყენებისათვის დაწესებულია ნაოსნობის რეჟიმები:

ა) „ეროვნული გადამზიდავი“ - იგულისხმება საქართველოს დროშით მცურავი გემები, რომლებიც ახორციელებენ ნაოსნობას აზოვისა და შავი ზღვის აუზში საქართველოსა და დსთ-ს ნავსადგურებს შორის.

ბ) „გემები შეღავათიანი ან ეროვნული რეჟიმით“ – გემები, რომელთა დროშის სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება სავაჭრო ნაოსნობის შესახებ და აგრეთვე საქართველოს დროშით მცურავი გემები, რომლებიც ახორციელებენ ნაოსნობას არა დსთ-ს ქვეყნებში.

გ) „გემები ჩვეულებრივი რეჟიმით“ – გემები, რომელთა დროშის სახელმწიფოსთან საქართველოს არა აქვს დადებული ხელშეკრულება სავაჭრო ნაოსნობის შესახებ.

მუხლი 10

ყველა სახის ტარიფების გაანგარიშებისას, იმ ტანკერებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ორმაგი ფსკერი, ორმაგი ბორტი ან იზოლირებული ბალასტის ტანკები, მათი პირობითი მოცულობა მრავლდება კოეფიციენტზე – 0,85.

მუხლი 11

ნავმისადგომთან დგომის ტარიფი გადაიხდება რეისიდან, რომლითაც გემი შემოვიდა ნავსადგურში, ხოლო სატონაჟო, შუქურას მომსახურების და არხით სარგებლობის ტარიფების ამოღება ხდება რეისიდან, რომლითაც გემი გადის ნავსადგურიდან.

მუხლი 12

გემების დაჯგუფება:

ა) A – ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები.

ბ) B – შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, გარდა A და C ჯგუფისა.

გ) C – „ეროვნული გადამზიდავი“ სატვირთო-სამგზავრო ბორნები.

დ) D – შორეული ნაოსნობის უცხოური სატვირთო - სამგზავრო ბორნები.

ე) E – „ეროვნული გადამზიდავი“ სამგზავრო გემები.

ვ) F – „ეროვნული გადამზიდავი“ ტანკერები.

ზ) G – „ეროვნული გადამზიდავი“ ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები, გარდა C და E ჯგუფებისა.

თ) H – ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები.

ი) I – ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწყვის მქონე გემები.

კ) J – ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები.

ლ) K – სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო-სასამსახურო, სამეცნიერო- კვლევითი გემები.

მ) L – სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები.

მუხლი 13

1. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება შეღავათიანი ან ეროვნული რეჟიმი საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო ნაოსნობის ხელშეკრულების შესაბამისად:

ა) აზერბაიჯანი

ბ) ირანი

გ) ბულგარეთი

დ) საბერძნეთი

ე) რუმინეთი

ვ) უკრაინა

ზ) თურქეთი

თ) რუსეთი (შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ)

ი) გერმანია

2. აღნიშნულ ჩამონათვალში დამატებებს განაცხადებს საქართველოს ტრასპორტის სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ნოტების საფუძველზე.

თავი II

სანავსადგურო ტარიფები

მუხლი 14

სატონაჟო ტარიფი.

1. სატონაჟო ტარიფის განაკვეთები ნაოსნობის რეჟიმებისა და გემების კატეგორიების (მუხლი 10) მიხედვით - აშშ დოლარებში მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე:

ნავსადგურები

ჩვეულებრივი

შეღავათიანი რეჟიმით

ეროვნული გადამზიდავი

ბათუმი, ფოთი

0.35

0.185

0.018

2. სატონაჟო ტარიფი უნდა გადაიხადოს ნავსადგურში შესულმა ყველა გემმა, გარდა  H, J, K, L ჯგუფის გემებისა A ჯგუფის გემებისათვის დადგენილია 20 პროცენტიანი ფასდაკლება ნაოსნობით რეჟიმის შესაბამის განაკვეთთან.

3. 1 ჯგუფის გემები გადაიხდიან სატონაჟო ტარიფს შემდეგი განაკვეთების მიხედვით:

ა) „ეროვნული გადამზიდავი“ – 20.25 აშშ დოლარი.

ბ) დანარჩენი – 40.50 აშშ დოლარი.

4. გემი ტარიფს იხდის ერთჯერადად ნავსადგურში შესვლის ყველა შემთხვევაში, გარდა D ჯგუფის გემებისა.

5. D ჯგუფის გემები გადაიხდიან სანოტაჟო ტარიფს ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში გემის პირველ შემოსვლისას.

მუხლი 15

შუქურას მომსახურების ტარიფი.

1, A, B, D, G ჯგუფის გემებისათვის შუქურას მომსახურების ტარიფის დარიცხვა წარმოებს 0.02 აშშ დოლარის განაკვეთით მოცულობის 1 კუბურ მეტრზე გემის ნავსადგურში შესვლისას ერთჯერადად.

2. C, E, F („ეროვნული გადამზიდავი“) – 0.0025 აშშ დოლარი მოცულობის ერთ კუბურ მეტრზე.

3. H, I, J, K, L ჯგუფის გემები ტარიფის გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

მუხლი 16

არხით სარგებლობის ტარიფი.

1. ფოთის ნავსადგურში არხის ტარიფის დარიცხვა წარმოებს 0.12 აშშ დოლარის განაკვეთით გემის მოცულობის 1 კუბურ მეტრზე:

ა) A და B ჯგუფის გემებისათვის – ყოველ გემშემოსვლაზე;

ბ) D ჯგუფის გემებისათვის ერთხელ კალენდარული წლის განმავლობაში გემის პირველი შემოსვლისას.

2. C, E, F, G ჯგუფის გემებს („ეროვნული გადამზიდავი“) ეს ტარიფი დაერიცხება 0.02 აშშ დოლარის განაკვეთით.

3. H, I, J, K, L ჯგუფის გემები არხით სარგებლობის ტარიფისაგან თავისუფლდებიან.

მუხლი 17

ნავმისადგომთან დგომის ტარიფი

1. ნავმისადგომის ტარიფი დაერიცხება ნავმისადგომთან მდგომ ყველა გემს მოცულობის 1 კუბურ მეტრზე 0.02 აშშ დოლარის განაკვეთით.

C, E, F, G („ეროვნული გადამზიდავი“) – 0.006 აშშ დოლარი მოცულობის 1 კუბურ მეტრზე.

50 პროცენტი ფასდაკლება გემის გემთან ბორტით, წინა ნაწილით ან კიჩოთი დგომის დროს.

A, B, C, D, E, F, G, I ტიპის გემები, რომლებიც საკუთარი მიზეზით არ ტოვებენ სატვირთო ნავმისადგომს, ნავმისადგომის დაკავებისათვის იხდიან 0.0104 აშშ დოლარს მოცულობის 1 კუბურ მეტრზე ყოველ საათში და ათვლა დაიწყება 24 საათის შემდეგ ჩატვირთვა – გადმოტვირთვის სამუშაოების დამთავრებიდან.

2. K, L, H, J ჯგუფის გემები ტარიფის გადასახადისაგან თავისუფლდება.

მუხლი 18

ღუზაზე დგომის ტარიფი

შიგა რეიდზე 12 საათზე მეტ ხანს დგომისათვის ღუზაზე დგომის ტარიფი ყველა გემს, გარდა C,E,F,G,I,J ჯგუფის გემებისა, დაერიცხება 0.001 აშშ დოლარი მოცულობის 1 კუბურ მეტრზე ყოველ დღე-ღამეს. 12 საათზე ნაკლები დროით დგომისათვის ტარიფი არ გადაიხდება.

მუხლი 19.

საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ტარიფი

500 საერთო სარეგისტრო ტონა წყალწყვის მქონე გემები იხდიან საზღვაო ადმინისტრაციის ანგარიშზე 100 აშშ დოლარს.

მუხლი 20

საზღვაო ჰოსპიტალების ტარიფი

500 საერთო სარეგისტრო ტონა წყალწყვის მქონე გემები საზღვაო საავადმყოფოს (ბათუმი, ფოთი) ანგარიშზე გადმორიცხავენ 30 აშშ დოლარს და მეზღვაურები თავისუფლდებიან სამედიცინო შემოწმების გადასახადისაგან.

თავი III

სანავსადგურო მომსახურების ტარიფები

მუხლი 21

სანიტარული მომსახურების ტარიფი

1. სანიტარული მომსახურება გულისხმობს, რომ A, B, D, E, F, J, K ჯგუფის გემებს სანიტარული მომსახურების ტარიფი დაერიცხება გემის მოცულობის ან შემადგენლობის, თვითმავალი ნაწილის მოცულობის მიხედვით:

ა) ნავსადგურში 10 დღე-ღამემდე – 0.015 აშშ დოლარი მოცულობის 1 კუბურ მეტრზე;

ბ) ნავსადგურში 10 დღე-ღამის ზევით – 0.020 აშშ დოლარი მოცულობის 1 კუბურ მეტროზე.

2. H, I, L ჯგუფის გემები თავისუფლდებიან სანიტარული მომსახურების ტარიფის გადასახადისაგან.

3. გემის ყველა სახის ნარჩენების სრული უტილიზაციისათვის ბუნების დამცავი მოწყობილობით აღჭურვილ გემებს, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისო მოწმობა ზღვის ნავთობით, ჩამდინარე წყლებითა და ნაგვით (ეკოლოგიურად სუფთა) დაჭუჭყიანების თავიდან აცილების შესახებ, ეძლევათ სანიტარული ტარიფზე 50-პროცენტიანი შეღავათი, ტარიფი არ ამოიღება იმ ნავსადგურებში, სადაც ტექნიკური საშუალებები ყველა სახის ნარჩენებისა და დაბინძურებული წყლის მისაღებად არ არის მისაწვდომი.

4. ნავსადგურის ადმინისტრაციის მოვალეობაა გემის ნავსადგურში დგომის მთელი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს გემიდან ნარჩენების (კვების პროდუქტების, ფეკალური და ლეალური წყლების და სხვა) მიღება და ამასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის განხორციელება თავისი ძალებითა და ხარჯებით.

5. გემი ვალდებულია ჩააბაროს ნავსადგურში გემზე არსებული ყოველგვარი ზემოაღნიშნული ნარჩენები ზღვაში მათი ჩაყრის თავიდან აცილების მიზნით. ნარჩენების ჩაბარება დასტურდება მხოლოდ ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.

მუხლი 22

სალოცმანო მომსახურების ტარიფი

1. სალოცმანო ტარიფის განაკვეთი – 0.013 აშშ დოლარის 1 კუბურ მეტრზე.

2. A და E ჯგუფის გემებისათვის დადგენილია 20 პროცენტიანი ფასდაკლება.

3. სალოცმანო ტარიფისაგან თავისუფლდებიან H, I, J და L ჯგუფის გემები.

4. სალოცმანო მომსახურების ტარიფის გადახდა აუცილებელია ყოველ ოპერაციაზე ყველა გემისათვის, რომელიც სარგებლობს ლოცმანის მომსახურებით.

მუხლი 23

გემის მიბმის ტარიფი

გემის ნავმისადგომზე მიბმის, ნავმისადგომიდან გაყვანის, ასევე ერთი ნავმისადგომიდან მეორეზე გემის გადაყვანის ოპერაციებისათვის დაწესებულია ტარიფი ყველა ოპერაციისათვის გემის მოცულობიდან გამომდინარე.

სატარიფო განაკვეთები გემის მიბმისათვის

გემის მოცულობა 1 კუბ.მ.

ერთი ოპერაციისათვის (აშშ დოლარი)

1000-მდე

18.0

1001-5000

36.0

50001-10000

54.0

10001-20000

72.0

20001-40000

108.0

40001-80000

144.0

80000-ზე ზევით

180.0

გემები წყალქვეშა ფრთებზე

1.8

მუხლი 24.

ბუქსირებით მომსახურების ტარიფი.

1. ნავსადგურში გემის შემოყვანისა და გაყვანის ოპერაციების შესრულებისათვის გემის სიგრძიდან გამომდინარე დადგენილია ბუქსირების გამოყენების შემდეგი ნორმები:

გემის სიგრძე მეტრებში

ბუქსირების რაოდენობა

50-100

1

101-180

2

181-250

3

250-ზე ზევით

4

2. ტარიფი ბუქსირების, კატარღებისა და სხვა მცურავი საშუალებების გამოყენებისათვის გემის მოცულობის 1 კუბურ მეტრზე:

გემიდან ერთი ოპერაციისათვის (აშშ დოლარი)

შემოყვანა (გაყვანა)

გადაადგილება

0.055

0.09

3. ერთმხრივ და ერთობლივ ხაზზე დადგენილი წესით სახაზო სატვირთო გემებს განრიგში ნაჩვენებ ნავსადგურში ენიჭებათ შეღავათები:

ა) 20 პროცენტის ოდენობით A, C, E, F, G ჯგუფის გემებს;

გ) 25 პროცენტის ოდენობით გემებს, რომლებსაც გააჩნიათ მიყენებათა სისტემა. მათ შორის A, C, E, F, G ჯგუფის გემების 20 პროცენტი შეღავათის გარდა.

მუხლი 25

1. ნავსადგურის სასამსახურო-დამხმარე ფლოტის მცურავი საშუალებებით მომსახურებისათვის დადგენილია ტარიფები:

ა) კატარღით ან თვითმავალი ბარჟით მომსახურებისათვის – 90 აშშ დოლარი საათში;

ბ) არათვითმავალი მცურავი საშუალებით მომსახურებისათვის – 35 აშშ დოლარი საათში.

2. ბუქსირით მომსახურებისათვის:

ა) ძრავების ჯამური სიმძლავრის 1000 ცხ. ძალამდე – 275 აშშ დოლარი საათში;

ბ) ძრავების ჯამური სიმძლავრის 1000 ცხ. ძალის ზევით – 390 აშშ დოლარი საათში.

 საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების სატარიფო განაკვეთები

კარი II

დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების სატარიფო განაკვეთები

(აშშ დოლარებში)

N

ტვირთის სახეები ჯგუფების მიხედვით

განზ. ერთ

ტვირთის კოდები HTCT

ETCH

განაკვეთი

შენიშვნა

1.

ნაყარი ტვირთი

 

მეტრ. ტონა

1001

011

 

 

 

ა) მარცვლეული:

 

 

 

 

 

 

– გრეიფერით ნავმისადგომთან

 

 

 

-4.0

 

 

– გრეიფერით რეიდზე

 

 

 

-5.0

 

 

– პნევმომანქანებით ნავმისადგომთან

 

 

 

-6.0

 

 

– პნევმომანქანებით რეიდზე

 

 

 

-8.0

 

 

ბ) შაქარი ყრილად  

მეტრ. ტონა

1701

521

-6.0

 

 

გ) მადნის კონცენტრატები

„----------„

2602
2601
7202
და სხვა

142
141
142

-5.0

 

 

დ) სხვა ტვირთი ყრილად:

მეტრ. ტონა

 

 

 

 

 

- გრეიფერით ნავმისადგომთან

 

 

1002

 

012

 

-4.5

 

 

– გრეიფერით რეიდზე

 

2606

 

151

 

-5.0

 

 

– პნევმომანქანებით ნავმისადგომთან

 

2701

161

 

-6.0

 

 

– პნევმომანქანებით რეიდზე

 

3102

431

-8.0

 

2.

ტვირთი ტომრებში

 

მეტრ. ტონა

1006
0802
2523

3103

2836

2101

2106

2308

20210

020410

1701

015

054

281

436

482

516

516

541

561

561

 

 

 

 

- 6.5

- 6.0

 

 

– 25 კგ.მდე

 

 

 

 

 

 

– 26 კგ.დან 50 კგ.მდე

 

 

 

 

 

3.

ტვირთი დიდ ტომრებში

(ბიგ. ბეგებში)

მეტრ. ტონა

„---„

„---„

-5.0

 

4.

ტვირთი პალეტებზე

მეტრ. ტონა

„---„

„---„

 

 

 

ა) კასრები

 

 

 

- 6.0

 

5.

ბ) სხვა ტვირთი

 

 

 

- 5.0

 

 

ტვირთი ყუთებში

– 50 კგ.მდე

– 51 კგ-დან 5,0 ტონამდე

– 5,1 ტონიდან 20 ტონამდე

– 20,1 – ტონაზე მეტი

ტონა

ერთ

”---”

”---”

”---”

”---”

08

0808

0805

1902

1903

2402

0405

20710

1602

5511

5203

051

052

052

512

513

517

553

561

581

631

611


- 6.5

- 10.0

- 65.0

- 110.0

 

6.

ტვირთი კასრებში  

ტონა

 

 

- 7.0

 

7.

ტვირთი შეკვრებში
(კიპებში)

 

 

 

 

 

 

გემი – ა/ტრანსპორტი ან პირიქით

მეტრ. ტონა

 

 

- 4.5

 

8.

ლითონის პროდუქცია

7216

 

 

 

 

 

ა) შეკვრით (პაკეტებში) ან ცალობით:

– L<8 მ W<10 ტ

– L<8 მ W>10 ტ

– 8მ<L<25 მ W<10ტ

– 8მ<L<25 მ W>10ტ 

7303

7214

7201

7204



7602   

323

324

311

316

 

 

- 7,0

- 8,0

 

- 8,0

- 11,0

 

 

 

ბ) რულონებში

 

 

- 6,5

 

 

9.

ლითონის ჯართი

ტონა  

 

 

 

 

 

ა) დაუტვიფრავი შავი და ფერადი ლითონების ჯართი

 

7404

 

316

 

- 8,0

 

 

 

ბ) ჯართი დატვირთული, სტანდარტული

 

7419

333

- 7,0

 

10

ხორცი

ტონა

20210

561

 

 

 

 

ა) წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის დაუფეშხოებელი ნაკლავი (ტუშები)

 



020410


561

 



- 8,0

 

 

ბ) გაყინული ხორცი ყუთებში

 

20710             

561

-7,5

 

11.

ხე-ტყე

ტონა

 

 

 

 

 

ა) მორები

– ცალობით

– შეკვრაში

 

4403

081

-9,0

- 8,0

 

 

ბ) დახერხილი შეკვრებში ან პაკეტებში

 

4407

091

- 7,0

 

12.

ბორბლებიანი ტექნიკა (როგორც ტვირთი)

 

8426

351

 

 

 

1) ვერტიკალური მეთოდით წონით:

– 3 ტონამდე

– 5,0 ტონამდე

– 30 ტონამდე

– 40,0 ტონამდე

- 40,0 ტონაზე ზევით

ერთ.

 

 

- 25,0

- 30,0

- 70,0

- 90,0

 

 

- 180,0

 

 

2) ჰორიზონტალური მეთოდით

ა) საკუთარი სვლით წონით:

– 3 ტონამდე

– 3 ტონაზე მეტი

 

 

 





- 15,0

- 30,0

 

 

ბ) ნავსადგურის ძალებით წონით:

 

 

 

 

 

 

– 3 ტონამდე

– 3 ტონაზე მეტი

 

 

 

- 30,0

- 60,0

 

13.

მუხლუხებიანი ტექნიკა

ერთ

8429

351

 

 

 

1) ვერტიკალური მეთოდით წონით:

– 10 ტონამდე

– 10 ტონიდან 40 ტონამდე

– 40 ტონაზე მეტი

 

 

 



- 70,0

- 90,0

- 180,0

 

 

2) ჰორიზონტალური მეთოდით ნავსადგურის ძალებით

 

 

 

- 70,0

 

14.

ლითონკონსტრუქციები, მძიმე და არაგაბარი ტული ტვირთი 20 ტონასა და 8 მეტრზე მეტი

ერთ

 

 





- 180,0

 

15.

კონტეინერები (ვერტიკალური) ჰორიზონატალური მეთოდით)

ერთეული

8609   

391

 

 

 

1. დატვირთული კონტე-ინერი

ა) ვარიანტით გემი – სატრანსპორტო საშუალება (ტერმინალი) ან პირიქით:

– ნავსადგურის ამწეებით

20 ფუტიანი

40 ფუტიანი

– გემის ამწეებით

20 ფუტიანი

40 ფუტიანი

 

 

 




 



- 50

- 60

- 25

- 35

 

 

ბ) ვარიანტით ტერმი ნალი სატრანს პორტო საშუალება ან პირიქით:

20 ფუტიანი

40 ფუტიანი

 

 

 




- 20

- 25

 

 

2) ცარიელი კონტეინერი

 

 

 

 

 

 

ა) ვარიანტით გემი - სატრანსპორტო საშუალება (ტერმინალი) ან პირიქით:

– ნავსადგურის ამწეებით

20 ფუტიანი

40 ფუტიანი

– გემის ამწეებით

20 ფუტიანი

40 ფუტიანი

 

 

 

- 20

- 30

 

 

-10

-15

 

 

ბ) ვარიანტით ტერმინალი – სატრანსპორტო საშუალება ან პირიქით:

20 ფუტიანი

40 ფუტიანი

 

 

 





- 15

- 20

 

16.

თხევადი ტვირთები ტანკერებზე

ა) გემი – ვაგონ-ცისტერნა

ტონა

 

 



- 4,5

 

 

ბ) ვაგონ-ცისტერნა – გემი

 

 

 

- 6,0

 

 

გ) გემი – ვაგონ-ცისტერნა

 გემის ძალებითა და საშუალებებით

 

 

 

- 3,0

 

 

დ) გემი - ნავთობტერმინალი (გატარება)

 

 

 

- 0,4

 

მომსახურება

17.

გენერალური ტვირთების შენახვა

– ღია საწყობებში

– დახურულ საწყობებში

ტონა

– 0,15 დღეში

– 0,25  დღეში

 

18.

ნაყარი ტვირთების შენახვა

– ღია საწყობებში

ტონა


– 0,10 დღეში

 

შენახვის პირობები
ა) პირველი ორი დღე

 


– უფასოდ

 

ბ) 1 თვემდე

 

– საბაზისო

 

გ) 1 თვეზე მეტი

 

– საბაზისო იმატებს 25%-ით

 

დ) 2 თვეზე მეტი

 

– საბაზისო იმატებს 50%-ით

 

ე) 3 თვეზე მეტი

 

– საბაზისო იმატებს 100%-ით

19.

დატვირთული/ცარიელი კონტეინერების შენახვა
– ღია საწყობებში:

– 20 ფუტიანი

– 40 ფუტიანი



 


ერთეული



 


– 5,0 დღეში
– 6,0 დღეში

 

შენახვის პირობები

ა) პირველი ორი დღე

 


– უფასოდ

 

ბ) 15 დღემდე

 

– საბაზისო

 

გ) 15 დღეზე მეტი

 

– საბაზისო იმატებს 25%-ით

 

დ) 30 დღეზე მეტი

 

– საბაზისო იმატებს 50%-ით

 

ე) 60 დღეზე მეტი

 

– საბაზისო იმატებს 80%-ით

 

ვ) 90 დღეზე მეტი

 

– საბაზისო იმატებს 100%-ით

20.

ვაგონის გადაწონვა სასწორებზე
ა) მექანიკურზე

ვაგონი



- 2,5

 

ბ) ელექტრონულზე

 

1,2

21.

სასაწყობო ოპერაციები

ა) ბამბა შეკვრებში (კიპებში)

ტონა



- 3,5

 

ბ) სხვა ტვირთები

ტონა

- ხელშეკრულებით

შენიშვნა:

1. წინამდებარე სატარიფო განაკვეთები გამოიყენება ახალ ხელშეკრულებებში. ამ სატარიფო განაკვეთების შემოღებამდე ხელმოწერილ ხელშეკრულებებში ძველი განაკვეთები შეიძლება იყოს მოქმედებაში ახალი განაკვეთების შემოღებიდან 3 თვის განმავლობაში.

2. თუ გამოიყენება ნავსადგურის სატვირთო საშუალებები და ტრიუმში ლიუკების ზომა ნაკლებია, ვიდრე 18X12 ფუტი, დატვირთვის და გადმოტვირთვის სამუშაოების ტარიფები იზრდება 25 პროცენტით, ხოლო თუ ლიუკების ზომა ნაკლებია, ვიდრე 10X15 ფუტი, მაშინ ტარიფის განაკვეთი იზრდება 35 პროცენტით.

3. საშიში ტვირთების გადამუშავებისას ტარიფების საბაზისო განაკვეთები იზრდება 20 პროცენტამდე მათი კვალიფიკაციისა და გადამუშავების ტექნოლოგიის გათვალისწინებით.

4. მალფუჭებადი ტვირთების გადამუშავებისას ტარიფების საბაზისო განაკვეთები იზრდება 10 პროცენტით.

5. ტარიფები მე-4 გრაფაში მითითებულია საქონლის კოდი „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით (01.01.1988 წ.) ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურა წარმოადგენს მრავალ მიზნობრივ სასაქონლო ნომენკლატურას, რომელიც შეესაბამება სტატისტიკის, საბაჟო ორგანოების და კომერციული საქმიანობის მოთხოვნებს.

6. კლიენტი ანაზღაურებს ნავსადგურის მომსახურებას მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ხელმოწერილი ხელშეკრულება ტვირთის გადამუშავების შესახებ.

7. მოცემულ სატარიფო განაკვეთებში არ არის გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადი.

8. დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების საბაზისო სატარიფო განაკვეთების ფასდაკლება ვრცელდება წლის განმავლობაში გენერალური და ნაყარი ტვირთების საერთო მოცულობებზე:

− 50 000-დან 100 000 ტონამდე − 10%-ით;

− 100 000 ტონის ზემოთ − 20%-ით.

9. იმ მომსახურების სახეობების ტარიფი, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მოცემულ სატარიფო განაკვეთებში, დგინდება ხელშეკრულებებით ნავსადგურებსა და კლიენტებს შორის.

10. ტარიფები შედგენილია აშშ დოლარებში, ხოლო ანგარიშსწორება საქართველოს იურიდიული პირებისათვის წარმოებს ეროვნულ ვალუტაში გადახდის მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.

საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების საფასური

დანართი №1

 

№№

ტვირთის კოდი

ტვირთის დასახელება

НГСТ

ETCH

1.

1001

011

ხორბალი

2.

1002

012

ჭვავი

3.

 

015

სიმინდი

4.

1006

015

ბრინჯი, ფქვილი

5.

08

051

ხილი

6.

0808

052

ვაშლი

7.

0805

052

ციტრუსები

8.

0802

054

ფხალი

9.

4403

081

ხე-ტყე, მორები

10.

4407

091

-“- დამუშავებული

11.

4802

132

ქაღალდი, მუყაო

12.

2601

141

რკინის მადანი

13.

2602

142

მანგანუმის მადანი

14.

7202

142

ფერომანგანუმი

15.

7202

142

სილიკომანგანუმი

16.

2606

151

ბოკსიტი

17.

2701

161

ქვანახშირი

18.

2701

161

ნახშირი კონცენტრატი

19.

2523

281

ცემენტი

20.

7201

311

თუჯი

21.

7204

316

შავი ლითონის ჯართი

22.

7216

 

კოჭები, შველერები, რელსები

23.

7303

323

შავი ლითონის მილები

24.

7214

324

შავი ლითონის ფირფიტები

25.

7410

333

ფერადი ლითონის ჯართი და ნარჩენები

26.

7602

 

 

27.

8426

351

ბორბლიანი ტექნიკა

28.

8429

351

მუხლუხოიანი ტექნიკა

29.

8609

391

დატვირთული კონტეინერები

30.

8609

391

ცარიელი კონტეინერები

31.

3102

431

ნედლეული სასუქისათვის

32.

3103

436

მინერალური სასუქი

33.

3204

463

ნებისმიერი ტვირთები

34.

2836

482

სოდის ნედლეული

35.

 

512

მაკარონის ნაწარმი

36.

 

513

საკონდიტრო ნაწარმი

37.

 

516

კვების კონცენტრატები

38.

 

517

თამბაქოს ნაწარმი

39.

 

521

შაქარი

40.

 

541

კომბინირებული საკვები

41.

0405

553

ცხოველური ცხიმი

42.

0406

553

ყველი, ხაჭო

43.

20210

561

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი

44.

020410

561

მცირე რქოსანი პირუტყვის ხორცი

45.

20710

561

გაყინული ფრინველი

46.

1602

581

ნებისმიერი კონსერვები

47.

5203

611

ბამბა

48.

5511

631

ქსოვილები

 

* ტარიფი – სანავსადგურო და ნავსადგურში მცურავი საშუალებების ყოველგვარი მომსახურების საფასური.

კრებსითი — სრული ვერსია