„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის № 749 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
621
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1998-11-05
გამოქვეყნების თარიღი
1998-11-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის № 749 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №621

1998 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №749 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირებას პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის № 282 ბრძანებულების თანახმად შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის № 749 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში:

1. დებულების V თავის (საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა) 23-ე მუხლს დაემატოს:

„ჟ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების პოლიტიკის სამმართველო“.

2. 25-ე მუხლს დაემატოს:

„ჟ) ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების პოლიტიკის სამმართველოსი

– საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამებისა და ღონისძიებათა გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისა და მისი მასშტაბების შემცირების კომისიის მუდმივ რეჟიმზე მოქმედი სამუშაო ჯგუფის ოპერატიული მომსახურება, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების ღონისძიებათა გეგმით გათვალისწინებული დავალებების შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფა, ჩრდილოვანი ეკონომიკის არაკრიმინალური სფეროს ლეგალიზების პრობლემების სისტემატურად შესწავლა-გაანალიზება, კომისიის მუდმივ რეჟიმზე მოქმედი სამუშაო ჯგუფის განსახილველად შესაბამისი წინადადებების, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის სხვა სამუშაოების განხორციელება.

პრეზიდენტი                                                                            ე შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია