საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №94 1998 წლის 10 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს შს მინისტრის 1997 წლის 18 ივნისის №392 ბრძანებით დამტკიცებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს შსს საგზაო პოლიციის დანაყოფების ადმინისტრაციულ-იურისდიქციული საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო სახდელების დაკისრების შესახებ მიღებული დადგენილების სრულად აღსრულების მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: საქართველოს შს მინისტრის 1997 წლის 18 ივნისის №392 ბრძანებით დამტკიცებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: I. ინსტრუქციის დანართი №2 შეიცვალოს დანართი №2ა-თი. II. 2.7. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2.7. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საჯარიმო ქვითარი (დანართი №2ა)ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი განწესის დამთავრებისას, დამრღვევის მიერ გადახდილ საჯარიმო თანხასთნ ერთად ბარდება დანაყოფში და რეგისტრირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების სააღრიცხვო ჟურნალში (ბარათში, დანართი №4) ან დაფიქსირდება კომპიუტერის მეშვეობით“, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა მძღოლს, რომელიც მის მიღებას ადასტურებს ქვითრის პირველ პირზე ხელმოწერით. საჯარიმო ქვითრის შესაბამისი გატარების შემდეგ დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შემოსული თანხების მომსახურე საბანკო დაწესებულებაში თავისდროული შეტანა“. III. საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა (ვ.დავითაია) უზრუნველყოს: ა)ახალი ტიპის საჯარიმო ქვითრების დამზადება და საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით, პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების მომარაგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეთა წარმოების ინსტრუქციითა და ამ ბრძანებით გათვალისიწნებული ყველა აუცილებელი დოკუმენტაციით; ბ)შემოსული თნხების აკუმულირება, განაწილება, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წარმოება და თნხების ხარჯვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს პირად შემადგენლობას.
მინისტრი კ. თარგამაძე პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი |