საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის
ბრძანება №90
1997 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს რკინიგზის აღდგენა-რეაბილიტაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, ერთის მხრივ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის კარი III „დამატებული ღირებულების გადასახადი“, მათ შორის მუხლი 103. საერთაშორისო და სატრანზიტო გადაზიდვების დაბეგვრის ძალაში შესვლასთან დაკავშრებით და მეორეს მხრივ – საერთაშორისო გადაზიდვებზე 1 სექტემბრამდე არსებული ტარიფების (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) დონის შენარჩუნების მიზნით, ვბრძანებ:
ამა წლის 6 ოქტომბრიდან საქართველოს რკინიგზაზე საიმპორტო, გარდა საქართველოს დანიშნულებით მოსულ ტვირთებზე გადაზიდვის ტარიფები და მომსახურების განაკვეთები გაიზარდოს 20 პროცენტით.
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი მ. ადეიშვილი