საქართველოს მთავრობის
დადგენილება №178
2008 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები;
ბ) დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ“ ქვეპუნქტი:
,,პ) გარემოს ეროვნული სააგენტო.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე