“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/63
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-03
სარეგისტრაციო კოდი
300.080.000.22.024.008.095
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.080.000.22.024.008.095

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/63

2006 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

2006წ. 30 იანვრიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:

1) „ევროპა” მარკების გამოცემის 50 წელი – 8 მარკა; ავტორი ბ.ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი; რაოდენობა: 80 თეთრიანი 4 სახეობის თითოეული მარკა 40000 ცალი; 10, 20, 30, 40 თეთრიანი თითოეული სახეობის მარკა 80000 ცალი, აქედან 25000 თითოეული სახეობის მარკა არაპერფორირებული; ზომები: 4 სახეობის 80 თეთრიანი თითოეული მარკა 113X88მმ; 10, 20, 30, 40 თეთრიანი თითოეული მარკა 45X32მმ.

 

მარკა №401

მარკა №402

 

მარკა №405

მარკა №406

მარკა №403

მარკა №404

 

მარკა №407

მარკა №408

    მუხლი 2

ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

ი. ჩოგოვაძე

კრებსითი — სრული ვერსია