“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/24
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-12
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.008.067
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის" დებულების დამტკიცების შესახებ"

(ძალადაკარგულია - 12.03.2015, №05/27)

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/24

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქარ­თველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელ­მწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზი­დენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №931 ბრძანე­ბულების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხე­­ლოვ­ნების სახელმწიფო მუზეუმის თანდართული დე­ბუ­ლება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხე­ლოვ­ნების სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში – მუ­ზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

3. მუზეუმის სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური და გა­მო­­ყე­ნებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე უც­ხოეთის საბანკო დაწესებულებებში, იურიდიული პირი­სათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.

5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, სოლოლაკის ხეივანი №11.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყ­ნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთ­რებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.

2. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა:

ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს ხალხური შემოქმედების საუკეთესო ნიმუ­შები;

ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერუ­ლად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ და­სახელებულ კულტურულ ფასეულობებს, ფართო სა­ზო­­გადოებრიობას გააცნოს ხალხური შემოქმედების სხვადასხვა დარგის მასალები;

გ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენე­ბი;

4. მუზეუმს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შე­­მოქ­­მე­დებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვა­ნებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

გ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, მოაწყოს, ეთნოლოგიური თუ სხვა სახის ექსპედიციები;

დ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარ­გლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპო­ზიცია;

ე) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმია­ნობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);

ვ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონის­ძიებებ­ში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ზ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს „იკომის“ წევრი;

თ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონ­მდებ­ლობის შესაბამისად;

ი) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა;

კ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელშეკ­რულებო საფუძველზე, საქართველოს „შრომის კანონ­თა კოდექსის“ შესაბამისად.

    მუხლი 3. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა

1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგა­ნაწესისა და არსებული ინსტრუქციების ­შე­სა­ბა­მისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.

3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

4. მუზეუმის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;

ე) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;

ვ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;

ზ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/14 4 -სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.160 6

    მუხლი 4. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო

1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სა­თათ­ბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეც­­ნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი.

3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვი­თარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღ­ვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომე­­ლიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/14 4 -სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.160 6

    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი

1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელე­ბული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუ­მის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/14 4 -სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.160 6

    მუხლი 6. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსა­ხორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინან­სთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/14 4 -სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.160 6

    მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი

1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდ­გენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ და­ნიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. მუზეუმის დაფინანსების წყაროები

1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 9. მუზეუმის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მუზეუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/14 4 -სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.160 6

    მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/14 4 -სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.160 6

    მუხლი 11. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქო­­ნება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 

კრებსითი — სრული ვერსია