“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმების დებულების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3/21
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
2006-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2015-03-16
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.028.008.064
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - “ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმების დებულების დამტკიცების შესახებ"

(ძალადაკარგულია - 16.03.2015, №05/35)

 

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №3/21

2006 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარ­თუ­ლი ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელ­მწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2005 წლის 10 ნოემბრის №933 ბრძანებუ­ლების მე-2 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავე­ბის სახელმწიფო მუზეუმის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის დებულება

    მუხლი 1 . ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქარ­თული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელ­მწიფო მუზეუმი (შედმგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქარ­თველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონე­ბით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. მუზეუმის სახელწოდებაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი.

4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის საბანკო დაწესებულებებში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტიკა და სხვა რეკვიზიტები.

5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი №10.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგან ი

1. მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყ­ნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთ­რებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუ­ზეუ­მო ფონდს.

2. მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ მუზეუმების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონით.

3. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა:

ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს ქართული და მსოფლიო მუსიკალური საკ­რავ-ინსტრუმენტები, საზოგადოებრიობას გააცნოს მსოფლიოს ხალხთა სამუსიკო კულტურის მიღწევები, განსაკუთ­რებით ქართული ფოლკლორული მუსიკა და მუსიკალური ინსტრუმენტები, კინო-, ფონო-, ფოტო-, აუდიო- ჩანაწერები. წარმოადგინოს მუსიკალური საკრავე­ბი უძველესი დროიდან დღემდე;

ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერუ­ლად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ქარ­თულ და მსოფლიო მუსიკალურ კულტურას;

გ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამო­ფენები.

4. მუზეუმს უფლება აქვს:

ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფ­­ლე­ბა-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;

ბ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქ­მედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელო­ვანებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

გ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, მოაწყოს ეთნოლოგიური თუ სხვა სახის ექსპედიციები;

დ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარ­გლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რე­ექსპო­ზიცია;

 ე) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმია­ნობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადა­ვიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);

 ვ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს კომერციულ ან საქველმოქმედო სამუზეუმო ღონისძიებებში, მათ შორის, გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა ღონის­ძიებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;

ზ) გახდეს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს „იკომის“ წევრი;

თ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონ­მდებლობის შესაბამისად;

ი) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქარ­თველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებ­ლობით ნებადართული სხვა საქმიანობა;

კ) წარმართოს შრომითი ურთიერთობები სახელ­შეკრულებო საფუძველზე, საქართველოს შრო­მის კა­ნონ­­თა კოდექსის შესაბამისად.

    მუხლი 3. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა

1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კა­ნონ­მდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათ­თვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუ­მის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შე­საბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.

3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

4. მუზეუმის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმია­ნობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერე­ბასა და ეფექტურობაზე;

ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდო­ბილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარი­გებებს;

გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანო­ნიერ გამოყენებაზე;

დ) „ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის“ შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს. უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები, გას­ცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება;

ე) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს მუზეუმის საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს;

ვ) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გა­და­საწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;

ზ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამ­სახურებრივ ინსტრუქციებს.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/155-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1617

    მუხლი 4. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო

1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სა­თათ­ბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეც­ნიერი თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.

2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი.

3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომე­ლიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასია­თისაა.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/155-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1617

    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი

1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელე­ბული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.

2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/155-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1617

    მუხლი 6. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვე­პუნ­ქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა გან­სახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/155-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1617

    მუხლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლ ი

1. მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. მუზეუმი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდ­გენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. მუზეუმის დაფინანსების წყაროები

1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარ­დება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 9. მუზეუმის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად მუზეუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/155-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1617

    მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წესით.

საქართველოს კულტურისა  და  ძეგლთა დაცვის  მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №3/155-სმმIII, №106, 27.08.2010წ., მუხ.1617

    მუხლი 11. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორ­ციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 

კრებსითი — სრული ვერსია