საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
1997-06-27
გამოქვეყნების თარიღი
1997-09-30
სარეგისტრაციო კოდი
000000180.01(2).003.000093
საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №52

1997 წლის 27 ივნისი

საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

სოფლის მეურნეობის 1997 წლის მოსავლის პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პირობების შექმნის მიზნით, თანამეგობრობის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის კოლეგიის 1997 წლის 4 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1997 წლის 31 მარტის №18 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში შეტანილ იქნეს ცვლილებები:

- სოფლის მეურნეობის მალფუჭებადი პროდუქტების: ახალი ბოსტნეულის, ბაღჩის ახალი კულტურების, ახალი კარტოფილის, შაქრის ჭარხლის, ახალი ხილისა და კენკრის (პრეისკურანტი 10-01 პოზიციები: 04100-04400, 05100-05306) რეფრიჟერატორული მოძრავი შემადგენლობით ადგილობრივი და დსთ ქვეყნების რკინიგზებს შორის გადაზიდვისას ტარიფებზე გავრცელდეს შეღავათი 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი                                                  მ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია