საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
62
მიმღები ორგანო
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
მიღების თარიღი
1997-08-04
გამოქვეყნების თარიღი
1997-09-04
სარეგისტრაციო კოდი
000000180.01(2).003.000076
საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №62

1997 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 1997 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, 1997 წლის 2-3 მაისს ქ. ერევანში საქართველოსა და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების ხელმძღვანელთა მიერ ხელმოწერილი ოქმის (პუნქტი 1.3.) შესაბამისად,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. მატარებელ „ლოგვისტიკ-ექსპრესით“ საქართველოს რკინიგზაზე (ფოთი-სადახლო) ტრანზიტულად სასომხეთიდან (ში) 20 და 40 ფუტიანი კონტეინერების გადაზიდვისას დადგენილ იქნეს შეღავათი მოქმედი ტარიფების 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი                                მ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია