“ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1273
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.007.974
“ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.974

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1273

2005 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №30, მუხ. 284) დამტკიცებულ დანართ №3-ს დაემატოს შემოსულობის სახის განმსაზღვრელი შემდეგი სახაზინო კოდები:

7000 – მიზნობრივი გრანტის სახით მიღებული შემოსავალი;

9921 – ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის დაბრუნება;

9941 – მიზნობრივი გრანტის კუთხით გაწეული ხარჯის დაბრუნება.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია