ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1266
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2024-05-14
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.007.966
ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1266

2005 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნაღდი ანგარიშსწორებისთვის კომერციულ ბანკებში საბიუჯეტო ორგანიზაციების/სახელმწიფო საწარმოების ანგარიშების გახსნის შესახებ

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №420 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მაისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 11 მუხლის პირველი ნაწილის, მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, 184 მუხლის მე-6 ნაწილის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №918-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.1982
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანება  №51 - ვებგვერდი, 18.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მაისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.

1. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა (შემდგომში – საბიუჯეტო ორგანიზაციები) და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულმა სახელმწიფო საწარმოებმა (შემდგომში – სახელმწიფო საწარმოები), ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელებით, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაბრუნების ნაღდი ანგარიშსწორების და ხაზინის ერთიან ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ოპერაციებისთვის, საბანკო დაწესებულებებში გახსნან კორპორაციული მიმდინარე ანგარიში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №472 - ვებგვერდი, 08.09.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №420 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანება  N51 - ვებგვერდი, 18.02.2015წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მაისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციის/სახელმწიფო საწარმოს მიერ კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან გატანილი ნაღდი ფული ჩაჰბარდეს ორგანიზაციის/საწარმოს სალაროში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №472 - ვებგვერდი, 08.09.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მაისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.

21. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციის/სახელმწიფო საწარმოს მიერ კორპორაციულ მიმდინარე ანგარიშიდან შესაძლებელია ინტერნეტით განსახორციელებელი შესყიდვის პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №420 - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მაისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.

22.  საქართველოს ფინანსთა  სამინისტროს თანხმობით, საბიუჯეტო ორგანიზაციას  შესაძლებელია, გაეხსნას კორპორაციული მიმდინარე ანგარიში მივლინებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, სადაც ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან თანხა წინასწარ მიიმართება ორგანიზაციის მიერ დადგენილი  ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №420 - ვებგვერდი, 31.12.2014 წ.

23. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ შესაძლებელია პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ ფორმით ანგარიშსწორების გარდა სხვა ალტერნატივა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის ბრძანება  №51 - ვებგვერდი, 18.02.2015წ.

24. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი სახელმწიფო საწარმოს კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან  პლასტიკური ბარათით ანგარიშსწორება შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის ფარგლებში, სახელმწიფო საწარმოს მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურების გადახდის მიზნით, ასევე –  თუ არ არსებობს ანგარიშსწორების  სხვა ალტერნატიული ფორმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 14 მაისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.

 3. კორპორაციული მიმდინარე ანგარიშიდან, ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნების გარდა სხვა დანიშნულებით, ოპერაციების განხორციელება დაუშვებელია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №472 - ვებგვერდი, 08.09.2011 წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 5 წლის 18 თებერვლის ბრძანება  №51 - ვებგვერდი, 18.02.2015წ.

4. (ამოღებულია - 07.09.2011, №472).

5. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია