“№6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. რუსთავი) შექმნის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2343
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2020-09-21
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.007.949
“№6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. რუსთავი) შექმნის შესახებ"

(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №2343

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

№6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების �დაწესებულების (ქ. რუსთავი) შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (ქ. რუსთავი).

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ.კოპაძე/, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსჯავრდებულთა სარეჟიმო პირობების მიხედვით გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 22 დეკემბრიდან.

კ. კემულარია

 

 

კრებსითი — სრული ვერსია