საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრის
ბრძანება №01/70
1995 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ტარიფების ნაწილობრივი ცვლილებების შესახებ
ვბრძანებ:
1. შეიცვალოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკების ერთი წუთის ღირებულება და დამტკიცდეს შემდეგი დღგ ჩათვლით:
ა). საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე
- ზონალური 150 000 კუპონი
- ზონათაშორისო (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის) 200 000 კუპონი
ბ). რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ (დსთ ქვეყნები) – 1800 რუბლი
ავტომატურ სატელეფონო კავშირებზე 0.00 საათიდან 08.00 საათამდე დაწესდეს შეღავათიანი ტარიფი 50% ფასდაკლებით.
2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 სექტემბრის №720 დადგენილების შესაბამისად საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკების (დსთ ქვეყნებთან) ღირებულების ანაზღაურება, მომხმარებლის სურვილის მიხედვით შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ვალუტით მომსახურების მომენტისათვის უცხოური ვალუტის კურსზე გაანგარიშებით 10 000 კუპონამდე დამრგვალებით.
3. გაუქმდეს საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს 1994 წლის სექტემბრის № 01/156 და № 01/68 ბრძანებებით დამტკიცებული საქალაქთაშორისო და საერთაშორისო (დსთ ქვეყნებთან) სატელეფონო ლაპარაკების ტარიფების პირველი პუნქტი
4. ახალი ტარიფები ძალაშია 1995 წლის 1 ივნისიდან.
მინისტრი ფრ. ინჯია