საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის № 356 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
934
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1991-12-12
გამოქვეყნების თარიღი
1991-12-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის № 356 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება № 934

1991 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის № 356 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს თხოვნა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის № 356 დადგენილების № 2 დანართის ნუსხაში გ. ტარსაიძის სახელობის თვალის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნაცვლად შეტანილ იქნეს რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრი.

2. რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრის დაფინანსება მოხდეს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შეუცვლელად.

3. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ ერთი თვის ვადაში მოამზადოს და დაამტკიცოს რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრის სტრუქტურა და დებულება.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                       ბ. გუგუშვილი

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

კანცელარიის მმართველი                                          ა. ლანდია


კრებსითი — სრული ვერსია