“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს №1-1/948 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუყწებო დაწესებულების ტავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1-/1192
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-19
სარეგისტრაციო კოდი
010.240.060.22.024.007.929
“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს №1-1/948 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუყწებო დაწესებულების ტავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.024.007.929

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1192

2005 წლის 9 დეკემბერი ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს №1-1/948 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს № 1-1/948 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დებულებაში (სსმ №101, მუხ. 1130, 2005 წლის 29 აგვისტო) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,6. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი სახელმწიფოს გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ემბლემა, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.”.

2. ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,კ”  ქვეპუნქტები.

3. დებულების მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. სააგენტოს მოვალეობები და უფლებამოსილებები”.

4. დებულების მე-8 მუხლის “კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიმართ წარდგენილი მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამზადებს საჯარო განცხადების ტექსტის პროექტს და/ან სარჩელით მიმართავს სასამართლოს”.

5. ამოღებულ იქნეს დებულების მე-9 მუხლის ,,გ.ა” ქვეპუნქტი.

6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ი. ჩოგოვაძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია