სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.007.927
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №2242
2005 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
“სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების მომსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის №175 ბრძანების დანართი №3-ის 54-ე პუნქტში სიტყვა ,,მთავარი ექიმი” შეიცვალოს სიტყვით ,,სამედიცინო ნაწილის უფროსი ექიმი”.
2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია