“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
513
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-11
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.007.922
“გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.922

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №513

2005 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ

,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 მაისის ბრძანება №382-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ.886

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის ბრძანება №602-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.850

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №642-სსმIII, №141, 24.09.2008წ.; მუხ.1389

4. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11  ნოემბრის  ბრძანება №54-სსმIII, №150, 16.11.2010წ.; მუხ.2128

დანართი №1

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:

ა) მუქი ხაკისფერი კეპი;

ბ) მუქი ხაკისფერი დათბუნებული ქურთუკი;

გ) მუქი ხაკისფერი პიჯაკი;

დ) მუქი ხაკისფერი ჟილეტი;

ე) ხაკისფერი პულოვერი;

ვ) მუქი კრემისფერი პერანგი;

ზ) მუქი კრემისფერი მაისური;

თ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

ი) შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი

კ) შავი შარვალი (ზაფხულის და ზამთრის);

ლ) შავი ქვედაბოლო.

2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ქურთუკისა და ჟილეტის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასო-ნიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პულოვერის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.

4. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის მაისურის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

5. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პიჯაკის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

 6. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 17 მაისის ბრძანება №382-სსმIII, №70, 25.05.2006წ.; მუხ.886

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 მაისის ბრძანება №602-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.850

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №642-სსმIII, №141, 24.09.2008წ.; მუხ.1389

კრებსითი — სრული ვერსია