„საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და დებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
745
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1991-09-25
გამოქვეყნების თარიღი
1991-09-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და დებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს №615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

დადგენილება №745

1991 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და დებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს № 615 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

შეტანილ იქნეს „საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს ძირითადი ფუნქციებისა და დებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს № 615 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებანი:

1. დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ასეთი რედაქციით:

„განისაზღვროს საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს აპარატის მუშაკთა ზღვრული რიცხოვნობა 170 კაცით 2091,5 ათასი მანეთის წლიური შესანახი ხარჯებით, მათ შორის შრომის ანაზღაურების ფონდი 949,5 ათასი მანეთით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე)“.

2. სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ნუსხაში ნაცვლად
სახელწოდებისა „საქადგილმეურნვაჭრობა“ ჩაიწეროს „საქადგილწარმმომარაგება“.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                 გ. გუგუშვილი

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

კანცელარიის მმართველი                                                                           ა. ლანდია

 


კრებსითი — სრული ვერსია