|
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს №615 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებული (ორგანიზაციების ნუსხაში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
|
მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს წინადადება სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ტექნიკის გამქირავებელი საწარმოსა და ავტოსატრანსპორტო საწარმოს გაერთიანების შესახებ და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 აგვისტოს №61 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების ნუსხაში ზემოაღნიშნული საწარმოების ნაცვლად შეტანილ იქნეს ავტოტრანსპორტისა და სამშენებლო ტექნიკის საწარმოო გაერთიანება.
საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გ. გუგუშვილი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი ა. ლანდია
|