საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №223
1998 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ბიუროს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 29 იანვრის №47 ბრძანებულების თანახმად, „საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №689 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და:
1. მეხუთე თავში დაემატოს 24.8 პუნქტი:
საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი.
2. მე-5 თავში დაემატოს 28-ა პუნქტი:
საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა: საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაცია; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას; საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელშეწყობა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში მონაწილეობა.
ე. შევარდნაძე