“საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 21 იანვრის №141 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
301
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2005-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-03
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.18.011.007.889
“საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 21 იანვრის №141 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.18.011.007.889

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №301

2005 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეროვნული ბანკის   ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 21 ივნისის №141 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ეროვნული ბანკის ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2005 წლის 21 ივნისის №141 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხლი 838) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გასაყიდი ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შეფასებით ან საბალანსო ღირებულებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, როდესაც ქონების საბალანსო ღირებულება აღემატება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ წარმოდგენილ შეფასებას“.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ დადგენილ ვადაში არ არის შემოსული არცერთი განაცხადი აუქციონში მონაწილეობის თაობაზე ან თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა სათანადო შეთავაზება, განმეორებითი აუქციონი გაიმართება ქონების საწყისი ღირებულების არა უმეტეს 50%-ით ფასდაკლებით, კომისიის შეხედულებისამებრ, მომდევნო აუქციონზე ეს ღირებულება შეიძლება კიდევ შემცირდეს.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 რ. გოცირიძე

კრებსითი — სრული ვერსია