„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
157
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-09-02
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-04
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2009 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სო-ციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №5, მუხლი 35) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ 41 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება არა აქვთ – ორგანიზებულად ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირებსა და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორგანიზებულად ჩასახლებულ მოსახლეობას, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იურიდიული პირის მიერ (რომლის თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ინფორმაციას აწვდის კომპეტენტურ ორგანოს).“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია