(ძალადაკარგულია - 21.09.20, №613)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №2158
2005 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
,,პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2006 წლის 10 მაისი.
2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გივი მიქანაძე � იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ნინო ცუხიშვილი � საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი;
ლევან ყიფიანი � სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი;
გოჩა ბიკაშვილი � ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო განყოფილების მრჩეველი, კომისიის წევრი;
სვეტლანა მაისურაძე � სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;
გოჩა გიგინეიშვილი � სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და წარმოების დარგში, კომისიის წევრი;
თამარ ბარათაშვილი � სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 200 6 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება № 284 - სსმ III, № 26 , 27 . 02 .200 6 წ., მუხ. 301
3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის ლიკვიდაციის მიზნით 2006 წლის 10 მაისამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გ. მიქანაძეს.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია