“საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზხრუნველყოფის დეპარტამენტის დებუელბსი დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
სხვა ადმინისტრაციული ორგანო
მიღების თარიღი
2005-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-24
სარეგისტრაციო კოდი
110.060.010.39.036.007.866
“საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზხრუნველყოფის დეპარტამენტის დებუელბსი დამტკიცების შესახებ" საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.010.39.036.007.866

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №29

2005 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 17 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 17.10.2005, №119, მუხ. 1329) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-5 მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ დეპარტამენტის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის დავალებით ასრულებს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია