“არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
131
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი
2005-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-24
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.19.012.007.863
“არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.007.863

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №131

2005 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანების „არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ (სსმ III, 2004 წ., №47, მუხ.403) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის“ (FATF) ინფორმაციაზე დაყრდნობით ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონებად აღიარებული იქნეს შემდეგი ქვეყნები:            

ა) ნიგერია;                                                    

ბ) მიანმარი (ბირმა).“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე

კრებსითი — სრული ვერსია