საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
694
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1999-12-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.29.000012
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება № 694

1999 წლის 28 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის № 346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 მაისის №346 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის აღსრულების ორგანიზება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, მოკვლევა და გახსნა, მსჯავრდებულთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“

შესაბამისად,  „ჟ“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „რ“ ქვეპუნქტად.

2. მე-3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა მსჯავრდებულ პირთა მიმართ სასამართლოს მიერ დადენილი სასჯელის აღსრულება, ბრალეულ და მსჯავრდებულ პირთა დაცვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა:

- სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დანაშაულის მზადების სტადიაში მისი აცილება, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა, გახსნა და მოკვლევა, დადგენილი წესით იმ მსჯავრდებულთა ძებნა, რომლებიც გაიქცნენ დაწესებულებიდან, ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენა-გახსნაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსებამდე, კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება“;

შესაბამისად, „ც“ ქვეპუნქტი ჩაითვალოს „ძ“ ქვეპუნქტად.

3. დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სასჯელაღსრულების ორგანოთა მართვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა დაცვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის მოკვლევა, გამოვლენა და გახსნა, მსჯავრდებულთა ძებნა, რომლებიც გაიქცნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“, შესაბამისად „ე“, „ვ“, „ზ“ „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტები ჩაითვალოს „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებად.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტი“.

 

                                                                                                                      ე. შევარდნაძე


კრებსითი — სრული ვერსია