“სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გაზრდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1087
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-02
სარეგისტრაციო კოდი
190.020.100.22.033.007.828
“სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გაზრდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებში ცვლილების შეტანის თაობაზე"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.828

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1087

2005 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №20, მუხ. 196) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 5 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.”.

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გადასახდელის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 3 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის   1 ნოემბრიდან.

ა. ალექსიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია