რეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2005-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2017-10-26
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.17.010.007.829
რეგულირების საფასურის განსაზღვრის და გადახდის წესის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №12

2005 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

რეგულირების  საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. რეგულირების საფასური წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სფეროების რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები.

3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული  პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის  გარეშე)  0.7 5 პროცენტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №6 - სსმIII, №155, 29.11.2010წ., მუხ.2199

3​1. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.75 პროცენტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155, 29.11.2010წ., მუხ.2199

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.02.2017წ.

4. მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №8 - ვებგვერდი, 25.08.2015წ.

5 . რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის/ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №6 - სსმIII,№155,   29.11.2010წ., მუხ.2199

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №8 - ვებგვერდი, 25.08.2015 წ.

6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №8 - ვებგვერდი, 25.08.2015 წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 27.02.2017წ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

6 1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირების მიერ ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილად ითვლება, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის 1.9 ფორმაში ინფორმაციის შეტანის, შესაბამისად გენერირებული ფორმის დასტურისა (დასტურის ღილაკზე დაჭერის გზით) და სისტემის მიერ უნიკალური კოდის მინიჭებისთანავე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

7. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლის დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურის თანხაც.

8. რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობის თაობაზე.

10. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    დ. ქიტოშვილი

დანართი №1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №6 - სსმIII, №155, 29.11.2010წ., მუხ.2199

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 27.02.2017წ. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

 

რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა

(ფორმა 1.9)

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირებისთვის

1

გადამხდელის დასახელება

 

2

გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

 

3

გადამხდელის მისამართი

 

4

გადამხდელის ტელეფონის ნომერი

 

5

წარედგინება

 

6

საანგარიშო თვე და წელი

 

7

ფორმის სახე

 

8

ფორმის წარდგენის თარიღი

 

9

ფორმის რეგისტრაციის ნომერი

 

შემოსავლის დასახელება

თანხა ლარში

გადასახადის განაკვეთი

გადასახადის თანხა ლარში

10

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროდან დღგ-ის გარეშე

 

0.75%

 

11

მაუწყებლობის სფეროდან

დღგ-ის გარეშე

 

0.5%

 

 

გაანგარიშების ფორმაში მონაცემების სისრულეს და უტყუარობას ვადასტურებ:

 

 

ხელმძღვანელის სახელი და გვარი:

 

დანართი №11  (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,   29.11.2010წ.,მუხ.2199

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 27.02.2017წ.

 

   დანართი №2 (ამოღებულია)

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის დადგენილება№6-სსმIII,№155,   29.11.2010წ.,მუხ.2199

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №8 - ვებგვერდი, 25.08.2015 წ.

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 27.02.2017წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია