მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს _ საბჭოს შექმნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
397
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-05
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-10
სარეგისტრაციო კოდი
360.160.000.22.023.007.773
მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს _ საბჭოს შექმნის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.773

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №397

2005 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №32-სსმIII, №112, 14.09.2009წ.;მუხ.1269

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას მინისტრის სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №32-სსმIII, №112, 14.09.2009წ.;მუხ.1269

11. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული შემადგენლობა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126

2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.

3. ბრძანება  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №32-სსმIII, №112, 14.09.2009წ.;მუხ.1269

 

ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს დებულება

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №32-სსმIII, №112, 14.09.2009წ.;მუხ.1269

   

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სათათბირო ორგანო – საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) შექმნილია ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №32-სსმIII, №112, 14.09.2009წ.;მუხ.1269

    მუხლი 2. საბჭოს მიზანი და საქმიანობის წესი

1. საბჭოს მიზანია:

ა) ამოღებულია; 

ბ) ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ გამოყოფილი გრანტით განსახორციელებელი საქმიანობების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;

გ) სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის, როგორც სექტორალური პოლიტიკის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან ინტეგრირების პროცესისათვის, წინადადებების მომზადება.

2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომაზე. სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ კვარტალში ერთხელ (სამ თვეში ერთხელ) მაინც.

3. ამოღებულია.

4. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის შესახებ საბჭოს წევრებს დღის წესრიგის მითითებით უნდა ეცნობოთ სხდომამდე 10 დღით ადრე.

5. სხდომის დღის წესრიგს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტმენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

6. საბჭოს სხდომების, აგრეთვე სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება ევალება დეპარტამენტს.

7. საბჭო რეკომენდაციებს იღებს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 4 წევრი.

8. საბჭოს რეკომენდაციები ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერს ყველა ის წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა რეკომენდაციის მიღებას. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი რეკომენდაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №32-სსმIII, №112, 14.09.2009წ.;მუხ.1269

    მუხლი 3. ამოღებულია

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126

    მუხლი 4. საბჭოს უფლება-მოვალეობანი

საბჭო უფლებამოსილია:

ა) თავისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, ამ მიზნისათვის გაწეული საქმიანობის ანგარიშები და წარადგინოს შესაბამისი წინადადებები. ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი  მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები;

ბ) განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კომპენტენტური სპეციალისტები (ექსპერტები);

გ) ექსპერტთა მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე განიხილოს გამარჯვებული სუბიექტის წინადადება და რეკომენდაცია გაუწიოს გრანტის გამცემ ორგანიზაციასთან.

დანართი

„ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შემადგენლობა

1. პაპუნა ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე (საბჭოს თავმჯდომარე)

2. ნინო თხილავა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

3. იოსებ ქარცივაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი

4. ნატო კობახიძე – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი

5. ლევან ჯანაშია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი

6. ირაკლი კახნიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი

  7. თენგიზ ურუშაძე – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №32-სსმIII, №112, 14.09.2009წ.;მუხ.1269

კრებსითი — სრული ვერსია