“№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1798
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-05
გამოქვეყნების თარიღი
2020-09-21
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.007.757
“№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

(ძალადაკარგულია - 21.09.20, № 613)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1798

2005 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

№2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტიგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (ქ. ქუთაისი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს /შ. კოპაძე/, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შ. კოპაძე).

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 27 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №2086-სსმIII, №134, 16.11.2005წ.;მუხ.1481

კ. კემულარია

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია