„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2001-02-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტი

ბრძანებულება №43

2001 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ოქტომბრის №471 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ორგა­ნიზაციის“.

2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი.

3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სააღსრულებო ბიუროები“.

5. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) სააღსრულებო დეპარტამენტი“.

6. მე-19 მუხლის ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „დეპარტა­მენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე“.

7. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:

„მუხლი 242. სააღსრულებო დეპარტამენტი

1. სააღსრულებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სასამართ­ლო აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის საქმიანობის ორ-განიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი, სასამართლო აღმასრულებლების კადრების შერჩევა, მათი სწავლება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება.

2. სააღსრულებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარ­ტა­მენ-ტის თავმჯდომარე. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია